სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია “ირაოს” მიერ არის დაზღვეული და ზარალის ანაზღაურება მათი დასკვის შესაბამისად მოხდება.
მისივე თქმით, ყველა დაზარალებულის შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება განხილული.
„ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. გამოიკვეთა, რომ არსებული ტერიტორია დაზღვეულია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია „ირაოს” მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუციას, დაველოდებით მათ დასკვნას და გვეცოდინება რა ანაზღაურება მოხდება. დაზღვეულია შენობა, რაც შეეხება დაზარალებულებს ყველა ინდივიდუალურად იქნება განხილული. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ რიგ-რიგობით შევუშვებთ ადამიანებს და შეეძლებათ დაითვალონ თავიანთი ზარალი. ერთი ნაკადი უკვე შევუშვით და მათ გადარჩენილი პროდუქცია გამოიტანეს. „ირაოსთან” უნდა გვქონდეს შეხვედრა, როდესაც გვექნება მათი დადასტურებული ინფორმაცია, მას შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს,” - განაცხადა კახა სამხარაძემ.