დოლარის შესუსტების შედეგად, მსოფლიოში ოქროზე ფასი გაიზარდა. ამას თან ამერიკის ფედერალური ბანკის გადაწყვეტილება დაემატა, რომლის მიხედვითაც ფედრეზერვმა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის კორპორატიული ობლიგაციების შეძენა დაიწყო.
შესაბამისად, დღეს ოქროს ფასი 0.31% -ით გაიზარდა და უნციაზე 1,729.9 აშშ დოლარი შეადგინა.
Commerzbank-ის წარმომადგენლის დენიელ ბრიზემანის თქმით, „წლის მეორე ნახევარში ოქროზე ფასი 1 800 დოლარამდე მოიმატებს ცენტრალური ბანკების მიერ ლიკვიდობის მასიური ზრდის გამო, რამაც უნდა გამოიწვიოს ვალუტის შემცირება.”
ოქროსთან ერთად გაიზარდა პალადიუმის ფასიც, დღეს ეს ძვირფასი ლითონი 2.15% -ით გაძვირდა და უნციაზე 1.948.48 დოლარი შეადგინა. ვერცხლის ფასი დაეცა 0.21% -ით და მიაღწია 17,39 დოლარს უნციაზე. პლატინამ კი სტაბილური ფასი შეინარჩუნა - უნციაზე 811.33 დოლარი.