LONELY PLANET-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

პოპულარულმა ტურისტულმა ჟურნალმა Lonely Planet-მა კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის ასახელებს და მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 260-ჯერ დაბალია, ვიდრე ვირუსისგან დაზარალებულ ევროპის ქვეყნებში.

„საქართველოში კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანამ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1-ლი ივლისიდან ზოგიერთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. იმისათვის, რომ დაცული იყოს როგორც ტურისტების ჯანმრთელობა, ასევე საკუთარი მოქალაქეების, ქვეყანა ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს“, - აღნიშნულია სტატიაში.