რამდენიმეთვიანი კონტროლის შემდეგ, იტალიამ ავსტრიასთან საზღვარი გახსნა

რამდენიმეთვიანი კონტროლის შემდეგ, იტალიამ ავსტრიასთან საზღვარი გახსნა. საზღვრის გახსნა ხალხს საშუალებას აძლევს კვლავ თავისუფლად გადაადგილდნენ ორ ქვეყანაში.

ევროპარლამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის კრიზისამდე, საშუალოდ 3.5 მილიონი ადამიანი კვეთდა ევროპის ქვეყნების შიდა საზღვრეებს ყოველ დღე. დაახლოებით 1.7 მილიონ ადამიანს კი სამსახურის გამო უწევდა ყოველ დღე შიდა საზღვრების გადაკვეთა.