მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო

მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო. მოსკოვის მცხოვრებლებს, საგამოფენო სივრცეებში, მუზეუმებსა და საზაფხულო ტერასებზე სტუმრობის უფლება თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად დართეს.

16 ივნისიდან გაიხსნა ბიბლიოთეკები და ზოოპარკები, თუმცა აღნიშნულ ადგილებში ჯერჯერობით სტუმრების შეზღუდული რაოდენობით შესვლაა დაშვებული. მუზეუმების სტუმრებს დარბაზებში პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.

ზოოპარკებისა და მუზეუმების ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.

სამსახურს უბრუნდებიან სტომატოლოგიური კლინიკებიც.

ხელისუფლება სპორტული ღონისძიებების ჩატარების ნებართვასაც იძლევა, თუმცა მაყურებელთა სივრცის მხოლოდ 10%-ით ათვისების უფლებით.

მოსკოველებს, თავისუფლად გადაადგილების უფლება გასული კვირიდან დართეს.