1-ელი ივლისის შემდეგ მესამე ქვეყნებთან ევროკავშირი საზღვრებს მხოლოდ წევრი სახელმწიფოების საერთო თანხმობით გახსნის, ამასთან ევროკომისიის მკაფიო მოთხოვნაა შერჩეულმა მესამე ქვეყნებმა ევროკავშირის უკლებლივ ყველა წევრ სახელმწიფოს საზღვარი გაუხსნან. შედეგად საზღვრების გახსნა არ მოხდება სელექციური პრინციპით სასურველ ქვეყნებთან.
ევროკომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს შორის სამოგზაურო შეზღუდვების ნაწილობრივი და ეტაპობრივი მოხსნის შესახებ. ევროკავშირი ივლისამდე რეკომენდაციას იძლევა, რომ მესამე ქვეყნებთან არ მოხდეს საზღვრის გახსნა. ჯერჯერობით გამოქვეყნდა ზოგადი რეკომენდაცია მე-3 ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან იგეგმება საზღვრის გახსნა, სადაც ეპიდმდგომარეობა ევროკავშირის ქვეყნების იდენტური ან უკეთესია.
საზღვრის გადაკვეთის შესახებ ევროკავშირის საერთო პირობების გამოქვეყნებას ელოდებიან წევრი სახელმწიფოები, თუ რა კრიტერიუმებით და მოთხოვნებით მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტების შესვლა, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეების მოგზაურობა მესამე ქვეყნებში. სწორედ ამის შემდეგ დასრულება მოლაპარაკება მესამე ქვეყნებთან და ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.