მთავრობის სტრატკომი - ინფორმაცია, 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ იძლევა საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება.

„სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება“ , - ნათქვამია განცხადებაში.