11 ივნისის მდგომარეობით საქართველოში PCR ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 75 374 შეადგინა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, 26 769 ტესტი ლუგარის თბილისის ლაბორატორიაში ჩატარდა; ცენტრის იმერეთის სამმართველოში (ქუთაისი) 9954 ტესტი, ხოლო ცენტრის აჭარის სამმართველოში (ბათუმი) 12876 ტესტია ჩატარებული. სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრში (IDH) 2729 ტესტირება ჩატარდა, შპს ნეოლაბშ კი - 4493 ტესტირება.
საქართველოში, 2020 წლის 30 იანვრიდან 10 ივნისის ჩათვლით, 54 947 (85,3%) უნიკალური პირის კვლევაა ჩატარებული.
„ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი - 25 700, მათ შორის 22 275 უნიკალური პირი (თითქმის 40%) ცხელების ან კოვიდ კლინიკის და საკარანტინო სივრცის ბენეფიციარებს წარმოადგენდა. სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებსა და საკარანტინე სივრცის / საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა კვლევებით მოცვამ გამოკვლეულთა 35% შეადგინა (სულ 22 429 კვლევა). ჩატარებული გამოკვლევების 12%-მდე სსვადასხვა სტაციონარების იმ პაციენტებზე მოდიოდა, რომლებსაც COVID-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. გამოკვლეულთა 7,5%-ს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები წარმოადგენდნენ“, - აღნიშნულია კვლევაში.
სამიზნე ჯგუფების ტესტირება PCR მეთოდით (2020 წლის 11 ივნისის მდგომარეობით) სამიზნე ჯგუფები ტესტების რაოდენობა უნიკალური პირების რაოდენობა ცხელების ან კოვიდ კლინიკის ბენეფიციარი 11443, ჩატარებული კვლევების რაოდენობა 14 116-ია.
საკარანტინე სივრცის ბენეფიციარი 10832-ია; სხვა სტაციონარების „ემერჯენსის“ თანამშრომელი- 7815; დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი- 4383; სხვა სტაცინარების პაციენტები (ცხელება და რესპირატორული დაავადება, პნევმონია, ტუბერულოზი)- 7340; ცხელების ან კოვიდ კლინიკის თანამშრომელი -2743; სასწრაფოს თანამშრომელი - 3186; თვითიზოლაციაში მყოფი - 1220; თავშესაფრების ბენეფიციარები / პერსონალი- 1505; საკარანტინე სივრცის პერსონალი - 1004; საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომელი - 2400; ცენტრის და/ან სჯდ ცენტრის ეპიდემიოლოგი- 328; სხვა რისკ-ჯგუფი - 164; PCR ლაბორატორიის თანამშრომელი -81, ხოლო ტრაილერის მძღოლი - 503.