განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც გამარჯვებულს 10 000 ლარს გადასცემს.
„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვუჭერთ მხარს განათლების კოალიციის პროექტს და ყოველწლიურად ვზრდით ბიუჯეტსაც. ძალიან გვახარებს, რომ წლიდან წლამდე იზრდება სხვა კერძო, თუ დონორი კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ერთვებიან პროექტში. ამ მნიშვნელოვან კამპანიას, ისევე როგორც ზოგადად განათლებას, ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა, რაც ჩვენი მთავარი მიზანიცაა. სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებით შევძლებთ ყველა ერთად სისტემური გარდატეხა შევიტანოთ განათლების სფეროში“, - განაცხადა პატარკაციშვილი-გუდავაძის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებმა დაასახელეს, ესენი არიან:
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერი 2017 წლიდანაა და ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.