ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ბანკი HSBC საშუალოვადიან პერიოდში 35 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს.
მიზეზი პანდემიისგან მიყენებული ზარალია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ბანკი თითქმის მთლიანად შეაჩერებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას.
ცნობისათვის, HSBC-ის 2020 წლის პირველ კვარტალში მოგება 48% -ით შეუმცირდა.