სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

17 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 396 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.