GFN: რა აფერხებს თამბაქოს ზიანის შემცირებას

ნიკოტინისადმი მიძღვნილი მეშვიდე და ყოველწლიური გლობალური ფორუმი, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირებაში, ნაკლები საფრთხის შემცველი ნიკოტინის პროდუქტების მნიშვნელობას ეთმობა, მიმდინარე წელს 11 და 12 ივნისს გაიმართა.

ნიკოტინის გლობალური ფორუმი ყოველწლიური (GFN) კონფერენციაა, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიასთან დიალოგისთვის დაფუძნდა. ფორუმზე მიწვეული იყო 70 სპიკერი და მკვლევარი 60-მდე ქვეყნიდან და დაახლოებით 600-მდე დელეგატი. COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებითა და მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფორუმი, ონლაინ-ფორმატში ჩატარდა.

„კონფერენცია ორი დღე მიმდინარეობდა და მიეძღვნა სიახლეებს ნიკოტინის მეცნიერების, პოლიტიკისა და თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ," - განაცხადა გერი სტიმსონმა, ორგანიზაცია Knowledge Action Change Limited (KAC) დამფუძნებელმა და ფორუმის ხელმძღვანელმა.

ფორუმში მონაწილე სპიკერებისა და მეცნიერების შეფასებით, მსოფლიოს 1.1 მილიარდ მწეველსა და მილიონობით ზრდასრულ ადამიანს, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივებზე გადავიდნენ, უნდა ჰქონდეთ წვდომა ნაკლები ზიანის შემცველ ისეთ პროდუქტებთან, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტი და “სნუსი”.

გერი სტიმსონი ამბობს, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით არსებული შედეგები დამაიმედებელია, თუმცა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება, რაც ძირითადად ამ პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ინსპირირებულ უსაფუძვლო პანიკას უკავშირდება.

“თამბაქოს ზიანის შემცირების კამპანიის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს, რაც აშშ-ში ახალგაზრობის ვეიპინგის შესახებ განუწყვეტელ მორალურ პანიკას და ზიანის შემცირების საწინააღმდეგო მესიჯების გავრცელებას უკავშირდება. მათ შორისაა, ბლუმბერგის მიერ დაფინანსებული კამპანია ელექტრონული სიგარეტების არომატების წინააღმდეგ და ასევე, ნეგატიური განცხადებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ნიკოტინის უსაფრთხო პროდუქტების შესახებ,” - განაცხადა გერი სტიმსონმა.

ყველაფერი ახალი იწვევს შიშს

როგორ ვებრძოდით სიგარეტის გამოყენებას? - დასვა შეკითხვა მარკ ტინდალმა, UBC-ის მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა (School of Population and Public Health).

“წლების განმავლობაში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ჩვენ მეტწილად დავეფუძნეთ შერცხვენას, გარიყვას, საშინელი ფოტოების დატანას შეფუთვაზე და დაბეგვრას. დამცირების, დისკომფორტისა და ფინანსური წნეხის გარდა, გაუგებარია რა მიზანი იქნა მიღწეული.

2012 წელს მე შევიტყვე ვეიპინგის შესახებ, რაც იყო ზუსტი განსაზღვრება ზიანის შემცირებისა, იმისა, თუ როგორ შეიძლება აიღო რისკის შემცველი საქციელი, როგორიცაა სიგარეტის მოხმარება და გადააქციო შედარებით ნაკლებად რისკიან ქცევად,“ - განაცხადა მარკ ტინდალმა.

მისი თქმით, მთავრობებს მსოფლიოს მასშტაბით, უნდა ეწარმოებინათ გლობალური კამპანიები მსოფლიოს სიგარეტებისაგან გათავისუფლებისათვის ვეიპინგის მეშვეობით, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.

კითხვა რჩება იგივე: შესაძლებელია თუ არა შეიქმნას უკეთესი, უკვამლო მომავალი?

დავიდ სვინერი, ჯანდაცვს სამართლის, პოლიტიკისა და ეთიკის ცენტრის პროფესორი ოტავას უნივერსიტეტიდან (Centre for Health Law, Policy and Ethics at the University of Ottawa) მიიჩნევს, რომ მომხმარებელთათვის არჩევანის თავისუფლების და ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების შეთავაზებით, შესაძლებელია, რომ მსოფლიო სიგარეტის კვამლისგან გათავისუფლდეს.

”მომხმარებლები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ახლა უკვე იაპონიაშიც ცხადყოფენ, რომ გადადიან სიგარეტის ალტერნატივაზე, როდესაც აქვთ არჩევანის საშუალება.

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, ადამიანებს რომ მიეცეთ წვდომა სიგარეტთან შედარებით დაბალი რისკის მქონე ალტერნატივების ფართო არჩევანზე, თუკი ექნებათ ინფორმაცია შემცირებულ რისკზე და თუკი იარსებებს პროპორციული რეგულაციები ამ მიმართულებით? ამ გზით გვექნება შესაძლებელობა ფუნდამენტურად შევცვალოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიის კურსი და სიგარეტები ისტორიის საფრფლეზე გავაგზავნოთ.

(R)