საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განახლებული 2020 წლის კვარტალური მონაცემების შედეგად, ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განახლებული 2020 წლის კვარტალური მონაცემების შედეგად, ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

“როგორც იცით 2020 წლის განახლებული I კვარტალური მონაცემების შედეგად, ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე- 5 ადგილზე გადაინაცვლა! გასულ წელს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია სადაზღვევო ბაზარზე მე-11 ადგილს იკავებდა. დამეთანხმებით რომ კომპანიისთვის ეს შედეგი ასეთ მოკლე დროში საკმაოდ დიდი წარმატებაა. თითოეულ თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის. ევროინსის გუნდი აქტიურად მუშაობს ინოვაციურ პროდუქტების შექმნაზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გააუმჯობესებს რეტინგის შედეგებს. როგორც იცით, ევროინსი აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის წევრია, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპული სტანდარტების მქონე მომსახურებას და სადაზღვევო პროდუქტებს” - თაკო ჟღენტი, სადაზღვევო კომპანია ევროინსის მარკეტინგის და სა ზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

(R)