1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0404 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0643 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0239 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4177 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4669 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0492 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.