საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის საკომიტეტო განხილვა დაასრულა. დღეს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტზე შემაჯამებელი განხილვა გაიმართა, რის შემდეგაც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.
ხოლო მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო ანტიკრიზისული ბიუჯეტის რედაქტირებულ ვერსიას საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა წარადგენს, პარლამენტი მას საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დაამტკიცებს.
ცნობისთვის, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.