პანდემიის ფონზე ლონდონის მერმა საკუთარი ხელფასი 10%-ით შეამცირა

ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა საკუთარი ხელფასი 10 %-ით შეამცირა, მერიის იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, ხელფასის მომატება შეუჩერა, რათა საქალაქო ბიუჯეტის ხარჯები შეამციროს ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე. ამის შესახებ „itv“ იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ლონდონის მერის ხელფასი წელიწადში 152 734 ფუნტია. შესაბამისად, 2020 წელს სადიკ ჰანი 15 300-მდე ფუნტით ნაკლებ ხელფასს აიღებს.

მერის განცხადებით, ეკონომიის ხისტი ზომების გატარების მომხრე არ არის, მაგრამ ახლა რომ არ შემცირდეს ხარჯები, ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწევს თანხები პოლიციას, მეხანძრეებსა და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურების თანამშრომლებს ჩამოაჭრას.