საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსისგან 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.