საქართველოში „პარფოისის“ მაღაზიები შესაძლოა, დაიხუროს.
ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ივნისში მეორადი მოთხოვნილების პროდუქციის რეალიზაცია შემცირდა, რის გამოც, წლის ბოლომდე 70-80%-ით მსგავს ბრენდებზე კომპანიას უარის თქმა მოუწევს.
„ჯერჯერობით, საერთო ჯამში, მაღაზიების 5% გვაქვს დაკეტილი. თუმცა, ეს მაღაზიები არ დაგვიხურავს პანდემიის გამო, მათ ისედაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.
ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი პრობლემაა მეორადი მოთხოვნილების პროდუქციის რეალიზაცია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს „პარფოისის“ მაღაზიების ქსელი (10 ფილიალი). იქიდან გამომდინარე, რომ მათი პროდუქცია აქსესუარებია, მოთხოვნა არ არის. კონკრეტუალდ ამ მაღაზიის შემთხვევაში ივნისში 75%-ით შეგვიმცირდა რეალიზაცია. შესაბამისად, ამ ბერნდის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება. ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, წლის ბოლომდე, 70-80%-ით, შესაძლოა, ამ ბრენდზე მთლიანად უარის თქმა მოგვიწიოს“,-განაცხადა კახა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.