ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის როვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 9 ივნისის ბრძანებაშია აღნიშნული.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

ბრძანება 17 ივნისს გამოქვეყნდა.

თაია არდოტელი