როგორი იქნება ხიდი, რომლითაც მზიური ზოოპარკს დაუკავშირდება (+ფოტო)

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებითი, “მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იგეგმება „მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია და იქ მედიათეკის მსგავსი პროექტის განხორციელება.

ცნობისთვის, მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირისა და „მზიურის“ შორის საფეხმავლო ხიდის გაკეთებაზე, ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. კონკურსში შპს „ნს სტუდიომ“ გაიმარჯვა.

თაია არდოტელი