სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს სთავაზობს 25%-იან ფასდაკლებას სამედიცინო ციფრულ პლატფორმა REDMED-ით მიღებულ მომსახურებაზე, რომელიც მოიცავს დისტანციურ, აუდიო და ვიდეო კონსულტაციებს აპლიკაციის ან ვებ-გვერდის მეშვეობით.
აღნიშნული ფასდაკლება სილქნეტის აბონენტებისთვის REDMED-თან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
REDMED-ი პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული პლატფორმაა, რომელიც გიმარტივებთ სამედიცინო სერვისების მიღების პროცესს. აპლიკაციის და ვებ-გვერდის დახმარებით. თქვენ შეძლებთ მოძებნოთ, შეარჩიოთ, დაუკავშირდეთ სასურველ ექიმს და მიიღოთ დისტანციური კონსულტაცია აუდიო/ვიდეო ზარის სახით.
პროექტის ფარგლებში, სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს ფასდაკლების გააქტიურება შეუძლიათ კოდით *025#. 17 ივლისის ჩათვლით ფასდაკლების გააქტიურება უფასოა სილქნეტის მობილური ქსელის იმ აბონენტებისთვის, რომლებიც აქტივაციის მომენტში 10, 25 ან 35 ლარიანი პაკეტი „მეტით“ ან კონვერგენტული შეთავაზებით სარგებლობენ.*
სილქნეტის აბონენტები და მათი ოჯახის წევრები შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებენ სამედიცინო დისტანციურ მომსახურებაზე 25% ფასდაკლებას, 20-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ექიმის აუდიო და ვიდეო კონსულტაციაზე.
*ყველა სხვა აბონენტისთვის ფასდაკლების 30 დღით გააქტიურების ფასი 5 ლარია.
(R)