მსოფლიოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ომის ან დევნის შიშით იძულებული გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ, 2019 წელს 79.5 მილიონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს ლტოლვილთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9 მილიონით გაიზარდა. გაეროს მონაცემებით, 46 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ქვეყნის ფარგლებს შიგნით მოუწია, 26 მილიონი კი იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყნის საზღვრები დაეტოვებინა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ იძულებით წასული პირების დაახლოებით ორი მესამედი მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან : სირიიდან, ვენესუელადან, ავღანეთიდან, სამხრეთ სუდანიდან და მაიამიდან არიან.