"ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ უნდა ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს"

„ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ უნდა ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა დაბალანსებული იყოს.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ უნდა ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა “, - განაცხადა გახარიამ.