ამერიკაში მონეტების დეფიციტია

კორონავირუსის კრიზისი დროს ამერიკაში ბანკები მონეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ფედრეზერვმა დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ მარაგები გაზარდოს.

„კორონავირუსის კრიზისის გამო ეკონომიკის ნაწილობრივი დახურვით, ეკონომიკაში მონეტების გამოყენება პრაქტიკულად, შეწყდა“, - განაცხადა ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარემ ჯერომ პაულმა.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ამერიკულმა ზარაფხანამ მონეტების წარმოება შეამცირა. თუმცა ფედრეზერვში იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროებითია და ეკონომიკის გახსნის კვალდაკვალ დეფიციტიც აღმოიფხვრება.

Fed-ის ინფორმაციით, ბანკები ზარაფხანასთან აქტიურად მუშაობენ, რომ გაზარდონ მონეტების მიწოდება.