პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განაცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტური გახდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოსტკრიზისული აღდგენის გეგმა დაბალანსებული უნდა იყოს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული, საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული. უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს, ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ, რადგან ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება. გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და რაც მთავარია, გვაქვს მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.