2020 წლის 17 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი გაყიდა და საშუალო შეწონილმა გაცვლითა კურსმა ამ აუქციონის შედეგად 3, 0383 ლარი შეადგინა.
გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 3, 0404 დოლარი ღირს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი წელს პირველად 13 მარტს გაყიდა, მაშინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,87-დან 2,94 ნიშნულამდე გაუფასურდა. 13 მარტიდან დღემდე სებ-მა ბაზარდ დოლარი 7-ჯერ მიაწოდა, ჯამში 209, 650 მლნ დოლარი.
2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო აუქციონები:
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.