ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ახალი ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა.

აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის ADY Express-ის ინფორმაციით, ამჯერად გადაზიდვა თურქეთიდან აზერბაიჯანში მოხდა. თურქეთიდან აზერბაიჯანში იმპორტირება მოხდა ფოლადის, პლასტიკატის მილების და ასევე ბეტონის სვეტების.

ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ტრანსპორტირება განხორციელდა თურქეთიდან ახალქალაქში, სადაც რკინიგზის სადგურში ვაგონებს გამოუცვალეს ურიკები, შემდეგ კი გზა გაგრძელდა აზერბაიჯანისაკენ. ტრანსპორტირებას 3 დღე დასჭირდა.

რაც შეეხება პროდუქცის, ამჯერად განხორციელდა 250 ტონა ფოლადის მილის, 100 ტონა პლასტიკატის მილის და 600 ტონა ბეტონის სვეტი თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაზიდვა.

აღსანიშნავია, რომ თრქეთიდან საართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის იმპორტი 2019 წლის ივისში განხორციელდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა.