სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტანტის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 235.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მაისში, 1 734.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.