სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 244,1%-ით გაიზარდა და 168.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტი კი 21,1%-ით შემცირდა და 274.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- სპილენძის მადნები - 131 118 700 დოლარი
- ძვირფასი ლითონების მადნები - 20 753 300 დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5 014 100 დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 2 717 600 დოლარი
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2 305 100 დოლარი
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 10 081 500 დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 6 639 500 დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 5 416 100 დოლარი
- პოლიაცეტალები, პოლიეთერები პირველადი ფორმებით - 5 355 300 დოლარი
- სპეციალური დანიშნულების ავტომობილები (ცალი) - 5 279 900 დოლარი