2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.1 პროცენტით.
ზრდა ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 0.3%;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა 8.9%;
- დამამუშავებელი მრეწველობა 5.7%;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -6.6%;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 2.5%;
- მშენებლობა 6.7%;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 0.2%;
- ტრანსპორტი და დასაწყობება 4.7%;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების%;
- საქმიანობები 0.3%;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია 7.6%;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები -6.1%;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 1.6%;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები -13.1%;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 3.5%;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 4.2%;
- განათლება 7.5%;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 13.5%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება 16.2%;
- სხვა სახის მომსახურება 0.8%;
- შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის -10.5%;