10 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტიდან მხოლოდ 2-ის ექსპორტი გაიზარდა

10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან მხოლოდ 2-ის ექსპორტი გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მიმოხილვაში. მთლიანად კი 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა და 1,235 მლრდ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტად შემცირებულია დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი, აქ კლებამ 59,8%-ი შეადგინა. 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან გაიზარდა მხოლოდ 2 პროდუქტის - ოქროს და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, შესაბამისად ზრდამ 32,5% და 1,8% შეადგნა.

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1.2%;
  • მსუბუქი ავტომობილები - 148.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -31%;
  • ფეროშენადნობები - 109,1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.1%;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 73.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.3%;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 66.7 მილიონი დოლარი (ცნობისათვის, წინა წელს ამ პროდუქციის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);
  • სპირტიანი სასმელები - 3.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 42.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.3%;
  • აზოტოვანი სასუქები - 39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14.2%;
  • ოქრო - 36.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.5%;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 36.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -59.8%;
  • დანარჩენი საქონელი – სულ 380.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -26.3%.