დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე იცნობით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება.
უკვე მოწესრიგდა ტროტუარი და 1 100 გრძ.მ ბორდიური მოეწყო. პროექტისთვის, რომელსაც კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. ასფალტის მოწესრიგებამდე, გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი გაკეთდა, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.