კომპენსაცია ფრენებზე - Flyhelp.ge- ს გუნდი, რომელიც თქვენთან ერთად  ამაყობს მოგებული დავებით!

სააგენტო Flyhelp მომხმარებელს, ავიარეისის გადადების, გაუქმების, ან გადაჯავშნის დროს, კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში დახმარებას სთავაზობს.

აღნიშნული მომსახურება პირველად საქართველოში Flyhelp-ის გუნდმა შემოიტანა და შედეგად, დაახლოებით 5000 მგზავრზე, სამ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია გასცა.

Flyhelp - ი ევროკომისიის ეგიდით შექმნილი ავიამგზავრთა უფლებების დამცველი ასოციაციის, APRA-ს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ Flyhelp -ის მომსახურება სრულად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს და კომპანია ავიამგზავრების ინტერესებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაიცავს.

„ვიცავთ მგზავრების უფლებებს, რადგან გვაქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა!“ - ცოდნა და გამოცდილება, სწორედ ეს არის კომპანიის სავიზიტო ბარათი მომხმარებელთან ურთიერთობისას.

გაგაცნობთ გუნდს, რომელიც ავია მგზავრთა უფლებებს იცავს:

კომპანია Flyhelp - ის დამფუძნებლები მიხეილ ჭანტურია და ვატო ფარცხალაძე არიან, რომელთაც უმაღლესი განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული და საქართველოშიც ევროპული გამოცდილება საკმაოდ წარმატებულად დანერგეს.

სამართლიანობის პრინციპი - ეს მიშა ჭანტურიას საქმიანობაში მთავარი დევიზია. მისთვის, როგორც იურისტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა. მიშა ჭანტურია ავია მგზავრთა უფლებების დაცვის საკითხებში ექსპერტი, გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრი. სახელმწიფო და კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და სხვა.

ორგანიზაციის მდგრადობასა და განვითარებაზე ვატო ფარცხალაძე ზრუნავს. იმისთვის, რომ საქართველოში ავიამგზავრთა უფლებები სააგენტომ ეფექტურად დაიცვას და მომხმარებლისთვის თანამედროვე სტანდარტები უზრუნველყოს, ვატო ფარცხალაძე საერთაშორისო პრაქტიკას იკვლევს. ის, როგორც ექსპერტი ავიამგზავრთა უფლებების დაცვის საკითხებში, აწარმოებს დავებს სხვადასხვა ავიახაზებთან და ახდენს კომპანიის ფინანსურ პროგნოზირებას. ვატო გერმანიის Potsdam-ის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მეცნიერების დოქტორია და აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა ისეთ წამყვან პოზიციებზე, როგორიცაა ფინანსური კონტროლერი გერმანიის -Rent a Bike FCC GmbH-ში, მუშაობდა Airberlin კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, იყო PHP Trading GmbH-ის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს მიმართულებით, ასევე გერმანიის Startup Grind-ის საქართველოს წარმომადგენელი და ანალიტიკური მრჩეველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომპანიის მომხმარებლთან სწრაფ და ამომწურავ უკუკავშირზე Flyhelp-ის კომუნიკაციის მენეჯერი და ფინანსური განყოფილების უფროსი ნათია ბედენაშვილი ზრუნავს, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორში, წამყვან პოზიციებზე მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა BELLE MASION, HARD ROCK CAFÉ TBILISI, CENTRAL RETAIL,MARSHE, G-MART და BRITISH-GEORGIAN ACADEMY.

კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე კი თეონა თაბაგარი - კომპანია Flyhelp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ზრუნავს. თეონა არის დოქტორანტი მასობრივ კომუნიკაციებში. ის არის სტრატეგიული კომუნიკაციების აკადემიის დამფუძნებელი, მოწვეული ლექტორი, ტრენერი. აქვს მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა საერთაშორისო, სახელმწიფო და კერძო სექტორთან.

კომპანია Fly help-ისთვის მთავარი ღირებულებაა მგზავრის უფლებების დაცვა და ყველა მოგებული საქმით, სამ მილიონამდე გაცემული კომპენსაციით ამაყობს! რაც მთავარია, გუნდის თითოეულ წევრს გაცნობიერებული აქვს საქმიანობის საზოგადოებრივი სიკეთე და მგზავრების მიმართ პასუხისმგებლობა!