უნაოჭო კანი და ბოტოქსი თითქოს სინონიმებია.
ამის შესახებ ბევრს სმენია და ბევრმა იცის, რომ თუ სურს უნაკლოდ გამოიყურებოდეს, გარკვეულ ეტაპზე უნდა მიმართოს ბოტულინოთერაპიას. თუმცა შეიძლება ბევრმა არ იცის, რა პრინცპით და როგორ მოქმედებს ბოტულინოტოქსინი კანზე და რაში მდგომარეობს მისი ჯადოსნური ეფექტი. ამავდროულად არსებობს არაერთი მითი ბოტოქსის შესახებ, რომელიც რეალურად სწორი ინფორმაცია სულაც არაა.
A ტიპისბოტულინოტოქსინს 80-იანი წლებიდან აქტიურად იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ისე კოსმეტიკური მიზნითაც. მისი შეყვანა იწვევს კუნთების დროებით მოდუნებას, პარეზს. რამდენიმე ხნის შემდეგ პარეზი გაივლის, მაგრამ იზღუდება მიმიკა, მაგალითად, წარბების შეყრისას ნაოჭები აღარ იკვეთება.
ბოტოქსი იგივე ბოტულინის ტოქსინი საუკეთესო საშუალებაა როგორც ნაოჭების მოსშორებლად, ისე მისი პრევენციისთვის. ინექციის მთავარი მიზანია მიმიკური კუნთების ჰიპერაქტიურობის მოხსნა, რის შედეგად კუნთი პასიურ მდგომარეობაში გადადის, ეს კი თავის მხრივ ფორმირებული მიმიკური ნაოჭის გასწორებას იწვევს. მედიცინაში ტოქსინი ასევე აქტიურად გამოიყენება ჭარბი ოფლიანობის მოსახსნელად(ჰიპერჰიდროზი).
კლინიკა „სკინ კოდში“, რომელიც ცნობილია ბოტოქსის მაღალი ხარისხის პროცედურებით, განმარტავენ, რომ პროცესი უკუგანვითარებადია და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კუნთ-ნერვული კავშირი აღდგება, კუნთი კი აქტიურ მდგომარეობას უბრუნდება. თუმცა ეს პროცესი ექიმ–კოსმეტოლოგებმა პოზიტიური კუთხით გამოიყენებს და შესაძლებელი გახდა, რომ მათ გააკონტროლონ მიმიკური კუნთების აქტივობა და ხელი შეუშალონ ასაკობრივი მიმიკური ნაოჭის ჩამოყალიბებას.
იცით, როგორ მოქმედებს A ტიპისბოტულინოტოქსინი? მიმიკური კუნთები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: ამწევ კუნთებად და დამწევ კუნთებად. სიცოცხლის პირველ ეტაპზე აქტიურია ამწევი კუნთები, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად აქტიურდებიან დამწევი კუნთები, სახე კი ფტოზირდება. ტოქსინის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ამ ასაკობრივი ჰიპერტონუსის სრული კონტროლი. შედეგად ვიღებთ მიმიკური დინამიკის ბალანსის შენარჩუნებას, ვახდენთ მიმიკური ნაოჭებისა და სახის ოვალის დეფორმირების პრევენციას დროული ჩარევის შემთხვევაში ან- არსებულის ლიკვიდაციას.
თქვენ შეიძლება ასევე ფიქრობთ, რომ ტოქსინი მხოლოდ სახის ზედა ნაწილში გამოიყენება, მაგრამ ცდებით. „სკინ კო“დის სპეციალისტები განმარტავენ, რომ 30-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ზედა მესამედის ინფილტრირება არ არის საკმარისი ე.წ. ლიფტინგისთვის, არამედ ითხოვს სახის ქვედა მესამედის (პლატიზმის) დამუშავებას. ამ შემთხვევაში, ვიღებთ ჭეშმარიტ ლიფტინგს და მთელი სახის გაახალგაზრდავების ეფექტს. საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა, სახის ყველა დამწევი კუნთის მეტ–ნაკლებად დამუშავება ისე, რომ ემოციების ექსპრესიის თავისუფლება შევინარჩუნოთ.
კიდევ ერთი მითია ის, რო ბოტოქსის გაკეთების დროს ნაოჭებთან ერთად მიმიკებიც უნდა დათმოთ. თუ თქვენ მიმართავთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციით მუშაობს, თითოეული მიმიკის შენარჩუნებაა შესაძლებელია, ნაოჭებს კი დაემშვიდობებით.
არავინ მოგატყუოთ, რომ ბოტოქსით სამუდამო შედეგის მიღებაა შესაძლებელი. 20–30 წუთიაინი პროცედურის შედეგი, როგორც წესი, 4 თვე გრძელდება. თუმცა „სკინ კოდში“ ბოტულინოთერაპიის პროტოკოლის სწორი დაცვით სავსებით შესაძლებელი გახადეს, მოქმედების ვადა 6-დან 8 თვემდე გაიზარდოს. ტოქსინმა ნერვულ უჯრედს ინფორმაციის გადაცემის უნარი დააკარგვინა და კუნთის შეკუმშვა შეწყდა. საბოლოოდ ის აუცილებლად უნდა აღდგეს – ეს არის ცოცხალი ქსოვილის აღდგენითი უნარი.
არსებობს არაერთი მითი იმაზე, რომ ბოტულინთერაპია ძალიან მტკივნეულია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტკივილის განცდა ძალიან ინდივიდუალურია. რეალურად კი, ბოტოქსის პროცედურა არასასიამოვნოა. თუმცა თუ თქვენ ამ ტკივილის გაძლებაც არ გსრურთ „სქინ კოდში“ ბოტოქსს უმნიშვნელო ანესთეზიის ზემოქმედებით გაგიკეთებენ.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს. ნუ გახდებით მითების მსხვერპლი და გაიკეთეთ ბოტოქსი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან მაღალი ხარისხის პროდუქციით კომფორტულ გარემოში, კლინიკა „სკინ კოდში“.
არსებობს სხვადასხვა წარმოების პრეპაარატები კლინიკა „სქინ კოდის“- სპეციალისტები რეკომენდაციას უწევს მაღალი ხარისხის პრეპარატ BOTULAX-ს.
მის: ფალიაშვილის #66
ტელ: 0322 37 80 80