„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ივნისის მეორე ნახევარში რეგიონებში გამოკითხული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთულობა გაიზარდა და 15 ივნისის ჯავშნების მიხედვით, 22%-ს აღწევს. ამასთან, ივნისის ჯავშნების, დაახლოებით, 86% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოელების წილი 14%-ია. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" მიერ ჩატარებულ კვლევაში - „COVID 19 - აღდგენის დინამიკა“.
ამავე კვლევის მიხედვით, პროპორცია შემდეგ თვეებში იცვლება -მაგალითად, ივლისის ჯავშნების 70% ამჟამად უცხოელებზე მოდის.
რაც შეეხება ფასებს, გამოკითხულ სასტუმროებში ივნისში ფასები თბილისში წლიურად 30%-ით, ბათუმში, დაახლოებით 40%-ით, ხოლო რეგიონებში, დაახლოებით, 50%-ით არის შემცირებული.
კვლევის მიხედვით, სასტუმროებში ხარჯვა 8-14 ივნისის კვირაში მცირედით გაუმჯობესდა, ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე. ახლო მომავალში კი სასტუმროებში ხარჯვის ძირითად წყაროდ კვლავ რეზიდენტები დარჩებიან.