10 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის

საქართველოდან ექსპორტირებული მინერალური და მტკნარი წყლების 41,3% რუსეთზე მოდის. 2020 იანვარ-მაისში რუსეთში 17,702 მლნ დოლარის ღირებულების 31 082 ტონა წყალი გავიდა. ეს კი 31,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთში 25,751 მლნ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყალ გაყიდა. საერთო ჯამში კი, საქსტატის მონაცემებით 2020 წლია იანვარ-მაისში მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი 20,3%-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 5 თვეში ექსპორტირებული იქნა 42,842 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53,778 მლნ დოლარის.

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყალი 30 ქვეყანაში გადის. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც 2020 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:

  • რუსეთი - 17,705 მლნ დოლარი (31 082 ტონა)
  • უკრაინა - 8,330 მლნ დოლარი (18 951 ტონა)
  • ლიეტუვა - 7,16 მლნ დოლარი (12 084 ტონა)
  • ბულგარეთი - 2,847 მლნ დოლარი (5 674 ტონა)
  • ყაზახეთი - 2,431 მლნ დოლარი (3 986 ტონა)
  • უზბეკეთი - 848,3 ათასი დოლარი (1 119 ტონა)
  • ამერიკა - 762,2 ათასი დოლარი (943 ტონა)
  • აზერბაიჯანი - 552,2 ათასი დოლარი (1 493 ტონა)
  • ისრაელი - 489,4 ათასი დოლარი (726,6 ტონა)
  • მოლდოვა - 424,6 ათასი დოლარი (559,5 ტონა)