20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხვალიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი შემდეგი მუზეუმები გიმასპინძლებენ: თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი; დმანისი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი; ძალისი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი; ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი; მესტია, მარგიანების საგვარეულო კოშკი; ფოთი, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმში სტუმრობამდე დამთვალიერებელი შესაბამის რეგულაციებს უნდა გაეცნოს:
დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
მუზეუმში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
ღია სივრცეებში დაიცავით სოციალური დისტანცია;
გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ აღემატება 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ დაცული უნდა იყოს მათ შორის სოციალური დისტანცია;
მუზეუმის მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვა.
"ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს განახლებული დროით უმასპინძლებს. მუზეუმი ღია იქნება ყოველდღე, ორშაბათის გარდა 10:00-დან 21:00 საათამდე. *18:00 საათიდან ბილეთის ფასი მოზრდილებისთვის იქნება 1 ლარი. მოსწავლისთვის, სტუდენტისა და პენსიონრისთვის - 0.50 ლარი. მუზეუმში ბოლო ვიზიტორი 20:30 საათზე დაიშვება" , - ნათქვამია ინფომაციაში.