საფრანგეთში კონოთეატრები, კაზინოები და სტადიონები იხსნება

საფრანგეთში ხვალიდან კონოთეატრები, ორშაბათიდან კი კაზინოები იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გარდა ამისა, 11 ივლისიდან ქვეყანაში სტადიონებისა და იპოდრომების გახსნაც იგეგმება, თუმცა ერთდროულად 5 000-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებადართული არ იქნება.

ცნობისათვის, საფრანგეთში ღია კაფები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ჯერჯერობით აკრძალულია.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 159 452 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 29 617 ადამიანი. დაინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მე-15 ადგილზე დგას მსოფლიოში.