ანა ჯოხარიძე პროფესიით ექიმი პედიატრია. ამჟამად ფარმაცევტული კომპანიის დირექტორია, თუმცა ამავდროულად არის ორი შვილის დედა და კარგი დიასახლისი.
ცოტა ხნის წინ შესანიშნავი ეზო მოაწყო მეუღლესთან ერთად შუაგულ თბილისში, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.
- ჩვენი ეზო არის თბილისში, ისანში... მე და ჩემი მეუღლე კახელები ვართ, გვიყვარს სტუმრები და მეგობრებთან ერთად გართობა, განტვირთვის ლამაზი საღამოები... ამიტომ მოვიფიქრეთ, რაიმე განსხვავებული დიზაინის პატარა მოსასვენებელი და თან საქეიფო ოთახი მოგვეფიქრებინა, რომელიც იქნებოდა ლამაზიც და სასიამოვნოც.
- ვისია ეს ნაკეთობები, რა დრო დასჭირდა ამ ეზოს მოპირკეთებას, რა მასალებია
გამოყენებული?- დიზაინი ეკუთვნის უკრაინელ მხატვარ-დიზაინერს. რა თქმა უნდა, ერთად შევარჩიეთ სტილი და სივრცეც ერთად გადავანაწილეთ, რადგან ეზო არ გვაქვს ძალიან დიდი და ყველაფერი გვინდოდა მოთავსებულიყო... დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა პროცესს. რკინის ბადეებით არის აგებული და ვერ გეტყვით, რა რაოდენობის ცემენტი დასჭირდა... კეთების პროცესი იყო ძალიან შრომატევადი და ამავდროულად - საინტერესო. საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რაც გვინდოდა.
- მცენარეებს ვინ უვლის და რა მცენარეები გაქვთ დარგული?
- ძირითადად მე ვუვლი. დილა იწყება ყვავილების მოფერებით, ზოგს "ვეჩხუბები", რადგან მაბრაზებენ და დროულად არ ყვავილობენ... მეხმარებიან მეუღლე და ჩემი შვილები, რადგან ძნელია გაართვა თავი ყველაფერს ერთად... მაქვს ვარდები, მიხაკები, პასიფლორა, ბაიები და სხვადასხვა ეზოს პატარა ლამაზი ყვავილები... ვეძებ ყველგან ლამაზ ყვავილებს - ინტერნეტში, მეგობრებთან, სოფელში... იხილეთ სრულად