ვისი ვალი აქვს საქართველოს

2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 979 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 990 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 767 მილიონ 842 ათასი ლარით მეტია.კერძოდ, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 688 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 222 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 914 მილიონ 270 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 968 მილიონ 115 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 271 მილიონ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 30,448 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,004 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 129,519 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 582,056 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 42,313 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,146 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 201,687 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 805 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მაისის მდგომარეობით, 1,195 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,030 მლრდ ლარი; მას მოსდევს რუსეთი - 154,247 მლნ ლარით.

სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • სომხეთი - 21,507 მლნ ლარი;
  • აზერბაიჯანი - 19,979 მლნ ლარი;
  • ავსტრია - 59,342 მლნ ლარი;
  • ჩინეთი - 2,670 მლნ ლარი;
  • ირანი - 15,232 მლნ ლარი;
  • იაპონია - 686,110 მლნ ლარი;
  • ყაზახეთი - 38,836 მლნ ლარი;
  • კუვეიტი - 27,518 მლნ ლარი;
  • ნიდერლანდები - 1,848 მლნ ლარი;
  • თურქეთი - 38,448 მლნ ლარი;
  • თურქმენეთი - 670 ათასი ლარი;
  • უკრაინა - 285 ათასი ლარი;
  • ამერიკა - 55,571 მლნ ლარი;
  • უზბეკეთი - 312 ათასი ლარი.

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 588 050 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).

თაია არდოტელი