2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 979 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 990 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 767 მილიონ 842 ათასი ლარით მეტია.კერძოდ, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 688 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 222 მილიონ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 914 მილიონ 270 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 968 მილიონ 115 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 271 მილიონ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მაისის მდგომარეობით, 1,195 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,030 მლრდ ლარი; მას მოსდევს რუსეთი - 154,247 მლნ ლარით.
სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 588 050 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).