პირველი მილიარდერი აზიიდან, რომელიც Forbes-ის ათეულში მოხვდა

ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი პირველი აზიელია, რომელიც Forbes-ის მილიარდერთა Top-10-ში მოხვდა. ერთ დღეში მისი ქონება 3,9 მლრდ დოლარით გაიზარდა და 64,6 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბიზნესმენმა Amani Reliance Industries-ის კუთვნილ სერვის Jio-ში აქციების 24,7% გაყიდა.

სერვისი Jio 15,2 მლრდ დოლარის 4G-კომუნიკაციებს უზრუნველყოფს. აქციების მყიდველებს შორის იყო Facebook-ი. ამის შემდეგ, Reliance Industries- ის აქციები ერთ დღეში 6% -ზე მეტით გაიზარდა.

ამ ყველაფრის შედეგად, მუკეშ ამბანი გახდა პირველი მილიარდერი აზიიდან, რომელიც Forbes-ის მილიარდერთა ათეულში მოხვდა.

Forbes-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, მილიარდერების სიის Top-10-ში ლიდერობს ჯეფ ბეზოსი, რომელიც ქონება 160,1 მლრდ დოლარს შეადგენს.

გთავაზობთ Forbes-ის უახლეს მონაცემებს:

  • ჯეფ ბეზოსი - 160,1 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი - 108,6 მლრდ დოლარი
  • ბერნარ არნო - 102,8 მლრდ დოლარი
  • მარკ ცუკერბერგი - 87,9 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი - 71,4 მლრდ დოლარი
  • სტივ ბოლმერი - 68,9 მლრდ დოლარი
  • ლარი ელისონი - 68,9 მლრდ დოლარი
  • ამანსიო ორტეგა - 65,6 მლრდ დოლარი
  • მუკეშ ამბანი - 64,6 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი - 64,3 მლრდ დოლარი