Airbus-ის დირექტორი პანდემიის რესტრუქტურიზაციის გეგმას ამზადებს

ევროპის ავია-კოსმოსური კორპორაციის Airbus-ის ხელმძღვანელი გიომ ფორი კომპანიის რესტრუქტურიზაციის გეგმას ამზადებს. რესტრუქტრიზაციის გეგმა დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებულ ზარალთან. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ La Tribune-ში გამოქვეყნდა. სტატიაში გიომ ფორი კორპორაციის თანამშრომლებს მიმართავს.

„კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის მასშტაბი ჩვენს სექტორში Airbus- ის ადაპტაციას ითხოვს. ეს ადაპტაცია სინამდვილეში ნიშნავს ჩვენი საწარმოს ზომების მნიშვნელოვან შემცირებას. სამწუხაროდ, ეს გვაიძულებს ჩვენ რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მომავალი წარმოების და ეკოსისტემის დასაცავად“, - წერს ფორი.

თავის წერილში, როგორც გაზეთი აღნიშნავს, Airbus- ის ხელმძღვანელი აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ გლობალური საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის დონეს 2023 წელზე ადრე ვერ დაუბრუნდება. გეომ ფორი აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება 2025 წელს მოხდეს. წინასწარი შეფასებით, მსოფლიოში კოროვირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო 2020-2021 წლებში Airbus-ის წარმოება 40%-ით შემცირდება. La Tribune-ს თანახმად, Airbus-მა კომპანიის განვითარების გეგმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ სიტუაციასთან ადაპტირებულია, შესაძლოა, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში წარადგინოს.

”საავიაციო სექტორში კრიზისი იქნება გრძელვადიანი და იმდენად მასშტაბური, რომ საჭირო იქნება სერიოზული ზომების მიღება Airbus- ში”, - აღნიშნავს ფორი.