კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის მაისი 53,353 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.
ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,631 მილიონი ლარით ნაკლებია, 2019 წლის მაისში ბანკების წმინდა მოგება 63,984 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მაისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,217 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -52,881 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 20,937 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ამასთან, 2020 წლის მაისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 362,625 მილიონი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 306,333 მილიონი ლარი. მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 301,914 მილიონი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.