სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციებს გასცემენ, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლი იმერეთის რეგიონში, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში განხორციელდა. 11 ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, სხვადასხვა დარღვევისთვის - 22 დაჯარიმდა.