იანვარ-აპრილში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები გაიზარდა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების - 114 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 17.53%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარ-აპრილში 97 ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გახსნის მაჩვენებელი 0%-ია.
ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა მიმდინარე წლის 1-ელ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 185 ფაქტი დაფიქსირდა, 2019 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 200 იყო.