საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
კერძოდ, 24 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
„15-22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 5,347 კოლოფი სიგარეტი და 36 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოვლინდა, აქედან, ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სახელმწიფო საკუთრებაში იქნა მიქცეული,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.