აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, განვითარებად აზიაში ეკონომიკური ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებული ეკონომიკური საქმიანობისა და სუსტი გარე მოთხოვნის ფონზე, 2020 წლის აპრილში გამოსული ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების მიმოხილვის დამატების თანახმად, ADB 2020 წელს ვარაუდობს რეგიონში ეკონომიკური ზრდის 0.1%-მდე შენელებას.
„აპრილში ნავარაუდევ 2.2% პროგნოზთან შედარებით, ეს 1961 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია რეგიონისთვის. აპრილის პროგნოზით, 2021 წელს ზრდა სავარაუდოდ 6.2%-ს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნული 2021 წელს ნავარაუდევზე და კრიზისამდე პერიოდის ნიშნულებზე დაბალი იქნება.