დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის შრომის ინსპექტორების რაოდენობა 80-90-მდე უნდა გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის შრომის ინსპექტორების რაოდენობა 80-90-მდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ დეპუტატმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე შრომით კოდექსში შესატანი ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ინპექციის მთავარი ფუნქცია ის კი არ არის, რომ "გააკონტროლოს ყველა, არამედ შექმნას სინდრომი, რომ არსებობს ინსპქცია".

„ნორმა არის, რომ უნდა იყოს, დაახლოებით, საქართველოს მასშტაბით, რაც არ უნდა გაიზარდოს ქართული ეკონომიკა და კომპანიების რაოდენობა, ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში 200-მდე ინსპექტორი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს პოლიცია, დღევანდელი მოცემულობით, არის, დაახლოებით, 40-მდე, დადგემილია, რომ წლის ბოლომდე, დაახლოებით, 80-90-მდე ავიდეს, მაგრამ კოპანიათა რაოდენობა და ინსპექტორთა რაოდენობა არის ფუნდამენტურად არაპროპორციული, ამიტომაც ინპექციის მთავარი ფუნქცია ის კი არ არის, რომ გააკონტროლოს ყველა, არამედ შექმნას სინდრომი, რომ არსებობს ინსპქცია, რომელიც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება შემოვიდეს და მოულოდნელობის სინდრომი არის მთავარი იარაღი, რომელიც უნდა გამოიყენოს ინსპექტორმა - არა ინსპექტირება, არა სანქციები, არამედ მოულოდნელობა. ეს მოგვეხმარება, რომ ჩვენ 100 ათასი კომპანია მეტ-ნაკლებად მწყობრში ვამყოფოთ, რომ მათ დაიწყონ მზადება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.