CH GROUP (COOLING HEATING GROUP) დაარსდა 2017 წელს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სფეროში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალების მიერ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი მომხმარებელია და მის საჭიროებებზე მორგებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასრულებენ: უმარტივესი კონდიციონერის მონტაჟიდან - ურთულეს ცენტრალურ HVAC (Heating – Ventilation – Air Conditioning) სისტემების პროექტირება-ინსტალაციამდე.
გთავაზობთ ინტერვიუს CH GROUP-ის ტექნიკურ დირექტორთან, დავით ხმალაძესთან:
რა ტიპის მხარდაჭერას უცხადებს CH GROUP-ი საოჯახო სასტუმროებს?
- საოჯახო სასტუმროებს ვთავაზობთ ცენტრალური კონდიცირების და გათბობის ისეთი სისტემებს, როგორიცაა VRF/VRV სისტემა - ამ შემთხვევაში კი საუბარია ბრენდ Midea-ს Mini VRF სისტემაზე, რომელიც 1 გარებლოკით უზრუნველყოფს 9 ოთახის (ჯამში 150 კვადრატულ მეტრამდე ფართობის) გაგრილება-გათბობას. მხარდაჭერას რაც შეეხება, საოჯახო სასტუმროებს ვთავაზობთ უფასო:
✅ HVAC კონსულტაციას
✅ HVAC პროექტირებას
✅ თანამშრომლების ტრენინგის აგრეგატების სწორი და ხანგრძლივი მოხმარებისთვის.
რა უპირატესობები აქვს კონკრეტულად ამ პროდუქციას და რით განსხვავდება ის გათბობა-გაგრილების სხვა ალტერნატივებისგან?
- Mini VRF-ს გააჩნია ძალიან ბევრი უპირატესობა, უბრალო სპლიტ სისტემებთან შედარებით, რომელსაც თითო შიდა ბლოკს - თითო გარე ბლოკი სჭირდება. კერძოდ აგრეგატები:
✅ სრულად ინვერტორულია, ანუ ენერგოეფექტურია
✅ მოვლა მარტივია (კომპაქტურია, სჭირდება მხოლოდ ერთი მცირე ზომის გარე ბლოკი)
✅ უერთდება მაქსიმუმ 9 შიდა ბლოკი
✅ უხმაუროა
✅ დენის მოხმარება მაქსიმუმ 5კვტ - (220 / ფაზა ნოლი)
თუ შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ, რატომ უნდა ენდოს მომხმარებელი თქვენს კომპანიას და რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
- ვფიქრობ, მომხმარებელი უნდა ენდოს პირველ რიგში ჩვენს პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდს და ასევე მცირე დროში შეძენილ პარტნიორების არჩევანს. ჩვენი პარტნიორების არასრული სია ასე გამოიყურება: “საქართველოს პარლამენტი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, „ზუმერი“, „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, სასტუმრო „არტ-ვაინი“, „ბოლერო“, „შატო-მუხრანი“,„არტ-თაუნი“, სასტუმრო „ამარკორდი“, „ჰერცი“, სასტუმრო „ფორტუნ პალასი“, სასტუმრო „პანტომიმა“, გლდანის მომსახურების სააგენტო, „თბილისი ენერჯი“, „არქივი“.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სირთულის პროექტის შესასრულებლად - და გაგვიხარდება, თუ დღეს ჩვენი გამოცდილებით ქართულ ტურიზმს დავეხმარებით.
ვებ-გვერდი: www.chgroup.com.ge Facebook: CH Group
(R)